პოლ სტრონსკი ყარაბაღის კონფლიქტზე - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ სცადოს, შეასრულოს კონსტრუქციული როლი იმით, რომ დარჩეს ნეიტრალურ პარტნიორად

პოლიტიკოსებმა უნდა სცადონ, დაამშვიდონ რიტორიკა იმის ნაცვლად, რომ წააქეზონ, გაამძაფრონ ის, - ამის შესახებ "კარნეგის ფონდის" ევრაზიის პროგრამის უფროსმა მკვლევარმა, პოლ სტრონსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშრებით საუბრისას განაცხადა.

როგორც სტრონსკი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნეიტრალურ პარტნიორად დარჩეს.

„ვის რისი კანონიერი უფლება აქვს, ეს შემდგომი დისკუსიის საგანია, მაგრამ ახლა ადამიანთა სიცოცხლეებს ვკარგავთ და უმთავრესი ის უნდა იყოს, როგორ შევაჩეროთ სისხლისღვრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სცადოს, შეასრულოს კონსტრუქციული როლი იმით, რომ დარჩეს ნეიტრალურ პარტნიორად იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია და განაცალკევოს ერთმანეთისგან საკითხები - ამა თუ იმ რეგიონის სტატუსის თემა იმ გადაუდებელი მიმდინარე საჭიროებისგან, რაც ძალადობის შეწყვეტა და რეგიონში არასტაბილურობის პრევენციაა.

საქართველოს ეკონომიკას სჭირდება უცხოური ინვესტიციები, არასტაბილურობა სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საინვესტიციო კლიმატსაც დააზარალებს. ასე რომ, პრობლემის გამწვავება გამოსავლის ძებნის ნაცვლად საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს