ცესკო - საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც შესაბამის დადგენილების პროექტს განიხილავენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკარანტინო ზონებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, ასევე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პირების ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა.

ცესკო-ს ინფორმაციით, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს საკარანტინო ზონებთან მიმართებით და ასევე სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით, სადაც კოვიდინფიცირებულები არიან განთავსებული.

ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება ზემოაღნიშნულ სივრცეებში საარჩევნო პროცედურების ორგანიზებისთვის და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც.

თამარ ჟვანიას თქმით, მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების კონსტიტუციური უფლების განხორციელების მაქსიმალური ხელშეწყობა. შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები ამ მიმართულებით როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.

როგორც ცესკოში აცხადებენ, საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები შესაბამისი დადგენილების პროექტს დეტალურად განიხილავენ.

სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა