ბერლინში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავაჭრო ცენტრში ბანკს თავს დაესხა

მამაკაცი, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ბანკის ფილიალს თავს დაესხა, პოლიციამ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ქალაქის პოლიციაში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, გათავისუფლებულია სამი მძევალი. პოლიცია არ ავრცელებს ინფორმაციას, იყო თუ არა დამნაშავე შეიარაღებული.

დანაშაულის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში, ბანჰოფშტრასზე მდებარე სავაჭრო ცენტრში განთავსებულ ერთ-ერთი ბანკის ფილიალს მამაკაცი თავს დაესხა, რომელთან ერთად ორი პირი იმყოფებოდა. სავაჭრო ცენტრი ამ დროისთვის ევაკუირებულია. აღნიშნული რაიონი სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო