სხვადასხვა სამუშაოს გამო, რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის და იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების და ბეთანიის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, ილია ვეკუას, შეშელიძის, ხევძმარის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთხი ათასი მესხის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეფხისტყაოსნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, სერგო წულაძის, გია ბაქარაშვილის და თეთრიწყაროს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია