„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღე აღნიშნა და წლის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

„საქართველოს რკინიგზამ“ სხვადასხვა ნომინაციაში 74-მდე გამარჯვებული თანამშრომელი გამოავლინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტის ხელმძღვანელმა პირებმა გამარჯვებულებს სხვადასხვა ტიპის ჯილდოები პირადად გადასცეს.

„პანდემიის გამო, რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ მოხერხდა, თუმცა კომპანიამ ტრადიცია არ დაარღვია და მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები პროფესიულ დღეს დააჯილდოვა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სამკერდე ნიშნები და ფულადი პრემიები გადაეცათ. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ თანამშრომლებს ჯილდოები თბილისში, ხაშურსა და სამტრედიაში გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა