ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე - 55 კბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

მათი ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

„აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ბოლო 3 თვის მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ხის მასალისა და ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 13 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საერთო ჯამში 300 კბ.მ ხის მასალა ჩამოერთვა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები