კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარას, 111 თბილისს, 91 იმერეთს, 24 სამეგრელო-ზემო სვანეთს, 8 გურიას, 5-5 ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს, 2-2 კი შიდა ქართლსა და კახეთს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული 508 ახალი შემთხვევიდან, 259 პაციენტი აჭარიდანაა, 111 თბილისიდან, იმერეთში 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 24, გურიაში 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს აქტიური შემთხვევა არის 4518, საიდანაც 58 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის კი 8 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი.

„ჩვენს ცენტრში არის 42 პაციენტი, აქედან 5 მძიმეა, ერთი კრიტიკული, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესებულია. თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ, მატება შეინიშნება. 22 %-ია უკვე ახალ ინფიცრებულებში თბილისის წილი“, - განაცხადა მან.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა