კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი - თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი - თბილისში. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 გარდაცვლილია, მათ შორის 2 არის აჭარაში - 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი, თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა. ასევე თბილისში გარდაიცვალა 83 წლის კაცი .“,-განაცხადა ენდელაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, მათ ცენტრში ამჟამად 22 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენი ცენტრის მონაცემებით, ამჟამად გახლავთ 22 პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა მძიმეა და ერთის კრიტიკული, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და პროგნოზი კეთილსაიმედოა“,-განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა