ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელოს“ აქვს

ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს. მას სექტემბრის თვეში 1 312 590,51 ლარი შესწირეს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის შემოწირულობამ სექტემბერში 1 172 837 ლარი შეადგინა.

მესამე ადგილზეა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გასულ თვეს 665 400 ლარი ჩაურიცხეს. „ევროპული საქართველოს“ სექტემბრის თვის შემოწირულობამ კი 408 031,3 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტული პარტიების შემომწირველების ოდენობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ლელოს“ თანხა 59- მა სუბიექტმა შესწირა, მათ შორის 35-მა მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე ჩაურიცხა.

„სტრატეგია აღმაშენებლს“ თანხა ჯამში 36- მა სუბიექტმა ჩაურიცხა, მათ შორის 24-მა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე შესწირა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სექტემბრის თვეში, ჯამში, თანხა 90-მა სუბიექტმა შესწირა, მათ შორის 9 მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე ჩაურიცხა. შემომწირველებს შორისაა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, რომელმაც პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. ასევე, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც პარტიის მიმართ 55 ათასი ლარი გაიღო. მსახიობმა გოგოლა კალანდაძემ პარტიას 30 ათასი ლარი ჩაურიცხა. ხატია დეკანოიძემ კი 18 ათასი ლარი. შემომწირველებს შორისაა დიმიტრი შაშკინიც, რომელმაც პარტიას 2625 ლარი შესწირა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თანხა სულ 279-მა სუბიექტმა ჩაურიცხა.

„ევროპულ საქართველოს“ კი თანხა 63- მა სუბიექტმა ჩაურიცხა, მათ შორის 6-მა მათგანმა პარტიას 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე შესწირა. შემომწირველებს შორისაა: პარტიის წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც პარტიას 4 ათასი ლარი შესწირა. მარიამ რამინაშვილი, რომელმაც პარტიის მიმართ 5 ათასი ლარი გაიღო. ირაკლი კიკნაველიძემ პარტიას 4998.50 ლარი შესწირა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა 3 ათასი ლარი გაიღო, გიორგი კანდელაკმა და გიორგი აბაშვილმა კი 5 ათას - 5 ათას ლარი შესწირეს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ევროპულ საქართველოს“ თანხა სულ 135-მა სუბიექტმა შესწირა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს