გიორგი ვაშაძე - სოსო გოგაშვილის და დამნაშავე „ქართული ოცნების” განქორწინება ვერ მოხდება - ალბათ, გარკვეულ ჯგუფებს რაღაც შავი საქმეებისთვის ამზადებენ

ვფიქრობ, რომ გოგაშვილის და დამნაშავე “ქართული ოცნების” განქორწინება ვერ მოხდება ვერაფრით. ეს არის მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი. ალბათ, რაღაც შავი საქმეებისთვის ამზადებენ გარკვეულ ჯგუფებს, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ „ქართულ ოცნების“ დატოვებას.

ვაშაძის თქმით, გოგაშვილის მიერ პარტიის დატოვება ფორმალურია.

„სოსო გოგაშვილი არის კომპრომატირებული ადამიანი. შესაბამისად, მისი მართვის მექანიზმი მთლიანად ხელში უჭირავს „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა. რეალურად, შეიძლება მას აქვს რაღაც კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რაც „დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის“ არის მნიშვნელოვანი. ისე, ასეთი ჰყავთ ყველა, გოგაშვილი გამონაკლისი კი არ არის, ასეთია ყველა, გახარიადან დაწყებული“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რაც სააგენტოს თავად გოგაშვილმაც დაუდასტურა.

გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს