მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია გაიმართა

„სოლიდარობა ირაკლი ბებუას“ - ამ სლოგანით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვის გამო დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართეს. აქტივისტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაიცვას ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც მას გააჩნია. ასევე, აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ბებუას დროულად გათავისუფლების საკითხში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საზოგადოება.

„ყურადღება უნდა მიექცეს ირაკლი ბებუას მდგომარეობას, რადგან წინა გამოცდილებები გვაჩვენებს, თუ როგორ ექცეოდა ე.წ სამხრეთ ოსეთის „ადმინისტრაცია“ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე არის ეჭვი, რომ შესაძლოა, მსგავსი რამ ბებუასთან მიმართებაშიც განმეორდეს. ამიტომ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა და უნდა გააქტიურდეს ჩვენი ხელისუფლება", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

„იმ ფონზე, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ იცავს თავის მოქალაქეებს, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ძალოვანი სტრუქტურები რამეს მოიმოქმედებენ, იმისათვის, რათა საკუთარ მოქალაქეს აგრძნობინონ, რომ მარტო არ არის. ზუსტად ამიტომ არის ხალხი ქუჩაში და ამიტომ უნდა დადგეს საზოგადოება ერთმანეთის გვერდით. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ღირსებაზე იზრუნა“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო