გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების” პირობებში, მთლიანად მოშლილია საგარეო ასპარეზზე აქტიური მუშაობა და რუსეთი ბედავს, საერთოდ ჩაშალოს მოლაპარაკებები

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსეთის მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” პირობებში, საქართველოს აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე მთლიანად მოშლილია.

ვაშაძის თქმით, აქამდე ქვეყანა მმართველი გუნდის არასწორმა ქმედებებმა მიიყვანა.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ „ქართული ოცნების” პირობებში, მთლიანად მოშლილია ჩვენს საგარეო ასპარეზზე აქტიური მუშაობა და რუსეთი ბედავს ისეთ ნაბიჯების გადადგმას, რომ საერთოდ ჩაშალოს და მოლაპარაკებებიც კი არ შედგეს.

მთავარი კითხვა უნდა დავსვათ - რამ მიგვიყვანა აქამდე? აქამდე მიგვიყვანა სწორედ „დამსხვრეული ოცნებების პარტიის” არასწორმა ქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე. არანაირ პასუხისმგებლობას ოკუპანტი ქვეყანა არ გრძნობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, პრობლემები კიდევ უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე გვქონდა, ადამიანებს იტაცებენ და ამის საპასუხოდ, საერთოდ აღარც კი დადიან ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გამოიწვია მოშლილმა საგარეო სამუშაო პროცესმა და საქართველოს გაქრობამ საერთაშორისო ასპარეზიდან. ეს უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”,- ნათქვამია განცხადებაში.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება