ირაკლი სესიაშვილი - ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესისთვის, კრემლის სახეა მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ კრემლს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს მშვიდობის და ზოგადად, ამ ფორმატის მიმართ.

"ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესისთვის და სამწუხაროა და ვიტყოდი, კრემლის სახეა მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ზოგადად მშვიდობის პროცესის მიმართ და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მიმართ. მე იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში რუსეთი დაბრუნდება და ადეკვატურად მოახდენს თავის პასუხისმგებლობებზე რეაგირებას,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის წარმომადგებლებმა ჟენევის მოლაპარაკებების 51- ე რაუნდი ჩაშალეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა