გიგი წერეთელი - რუსეთი ჯიუტად აგრძელებს თავის სტრატეგიას, რომ არ შედგეს მოლაპარაკება და არ აღიაროს ამ კონფლიქტში თავისი როლი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება.

გიგი წერეთლის განცხადებით, იქ, სადაც საქართველოსთან ერთად მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, რუსეთი ცდილობს, რომ არ იყოს კონსტრუქციული. მისივე თქმით, რუსეთი ჯიუტად აგრძელებს თავის სტრატეგიას, რომ არ აღიაროს თავისი როლი ამ კონფლიქტში.

„რუსეთი მუდმივად ცდილობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში არ იყოს კონსტრუქციული მუშაობა, იქ, სადაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებღან ერთად, ეუთოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან აქვს საშუალება რუსეთს პირდაპირ ელაპარაკოს. ასევე ჩართულები არიან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თუმცა რუსეთი ჯიუტად აგრძელებს თავის სტრატეგიას, რომ არ შედგეს მოლაპარაკება და არ აღიაროს ამ კონფლიქტში თავისი როლი, არ მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობას, არ შეუწყოს ხელი დევნილების დაბრუნებას და ეს მცდელობები სახეზეა. კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკება იმის გამო, რომ რუსეთი არ გამოცხადდა საერთოდ და ყველა მიზეზს პოულობს იმისათვის, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯი არ იყოს გადადგმული“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა