ირაკლი სესიაშვილი დავით გარეჯის საკითხზე - 2006-2007 წლებში მომზადებული წინასწარი შეთანხმება, ჩემი აზრით, დამაზიანებელი იყო

2006-2007 წლებში მომზადებული წინასწარი შეთანხმება, ჩემი აზრით, დამაზიანებელი იყო, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ წინასწარი შეთანხმება დამაზიანებელი იყო, სესიაშვილი პასუხობს, რომ ამაზე კონკრეტული ხელმოწერილი ოქმები მიუთითებს.

„მე ვსარგებლობ ფაქტებით და ეს არის ის ოქმები, რაზეც ხელია მოწერილი. ამ ოქმებით დგინდება, რომ წინასწარი შეთანხმება მოხდა არა იმ რუკის მიხედვით, რომლითაც საერთო ჯამში საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო, ვსაუბრობ 1938 წლის რუკაზე, რაც აღნიშნულია 1996 წლის 2 სახელმწიფოს შორის შეთანხმებით, არამედ წინასწარი შეთანხმება, რაც მომზადებულია და ოქმზე ხელია მოწერილი, ამით მნიშვნელოვნად ზიანდებოდა საქართველოს ინტერესები. მათ შორის, ჩვენი სიწმინდეები, სამწუხაროდ ვერ ხვდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. მეტიც, ის განცხადებები, რომელსაც აკეთებდნენ მაშინდელი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პრემიერი და იყო ამ საკითხზე ოფიციალური მიწერ- მოწერა, აქაც სამწუხაროდ, ხელს უწყობდნენ ამ ანტისახელმწიფოებრივ შეთანხმებას,"- განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირება გამოძიების დაწყება ამ საკითხზე მოახლოებულ არჩევნებს, სესიაშვილი აცხადებს, რომ „საკითხი არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ამას ვერავინ გადადებს გვერდზე იმ მიზეზით არჩევნები არის თუ არა. "

ცნობისათვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს