ყიფშიძის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი საავტომობილო გზის პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყიფშიძის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი საავტომობილო გზის პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

მისი თქმით, ყიფშიძის ქუჩა ამჟამად ცხელ წერტილად ითვლება, რადგან განსაკუთრებით პიკის საათებში ქუჩა ძალიან დატვირთულია.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ცხელი წერტილი - ეს არის ყიფშიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმიტომ, რომ ძალიან დატვირთულია და არის შემთხვევები, განსაკუთრებით, პიკის საათებში, როდესაც ქუჩა იჭედება. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ უნდა იყოს ეს პრობლემა მოგვარებული. ახალი პროექტის დამუშავება მიმდინარეობს - ყიფშიძის ქუჩიდან ახალ გზაზე ჩამსვლელი გზის პროექტის განხორციელება. ჩვენ ვფიქრობთ ამ პროექტის მომავალი წლიდან დაწყებას. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტზე სამუშაოები, უახლოეს მომავალში გვექნება მზა პროექტი. ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შეცვლის ვითარებას ყიფშიძის ქუჩაზე. ყიფშიძის ქუჩაზე არის ფარეხები, რომელიც, ასევე, მოძრაობას აფერხებს. თუ ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარება და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს ფარეხები ავიღოთ, აქაც ჩვენ მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ არსებულ ტერიტორიას და რა თქმა უნდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ის თავისი შვილებისა და საკუთარი თავისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მან რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაზე მერია მუშაობს, რათა დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

„თქვენ იცით, რომ პირველი დღეების განმავლობაში, როდესაც განახლებულ ჭავჭავაძეზე განსხვავებული სისტემით დაიწყო მოძრაობა, გაჩნდა საავტობუსე ზოლები, ავტომობილებისთვის შესაბამისი ზოლები, არის, ასევე, ველობილიკები და ელექტროსკუტერების მოყვარულთათვის შესაბამისი სივრცე არის გადანაწილებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ველოდით იმიტომ, რომ სანამ ადამიანები მიეჩვეოდნენ, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა დღესაც ჩვენ ვართ სულ ამ განახლებისა და დაკვირვების პროცესში. არის პატარა ხარვეზები, რომელთა გამოსწორებს ვცდილობთ, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ყველაზე სწრაფად, დაახლოებით, 7-8 წუთი სჭირდება მთლიანად ჭავჭავაძის დაფარვას და ეს გვაძლევს იმას, რომ უფრო მეტი მგზავრი გადაჰყავს ავტობუსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს