თამარ კეკენაძე - რუსეთის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რუსეთის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა, კოვიდ სიტუაციის მომიზეზებით, - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას.

კეკენაძე მოუწოდებს ხელისუფლებას ყველა მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოს ჟენევის ფორმატის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

„რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა საერთაშორისო მექნიზმის კიდევ უფრო გააქტიურება და ჩვენი პარტნიორების ყოველდღიური პროაქტიური ინფორმირება. ამ რეალობაში, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რუსეთის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა, კოვიდ სიტუაციის მომიზეზებით. უფრო მეტიც, აფხაზეთში ეპიდ მდგომარეობის გაუარესებამ, ოკუპაციის პირობებში, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა, ძალიან ბევრი კრიტიკული გამოწვევის წინაშე დააყენა. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყველა მექანიზმის გამოყენებით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით, უზრუნველყოს ჟენევის ფორმატის შეუფერხებელი ფუნქციონირება“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს