გიორგი გახარია - ადამიანი, რომელიც არის ინფიცირებულის კონტაქტი, უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში!

დღეს სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში სრულად არის მზად იმისთვის, რომ კრიტიკული პაციენტები სწორად მართოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ინფიცირებული ადამიანის კონტაქტი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენამდე ოჯახის ექიმის მართვაზე უნდა იყოს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ - ადამიანი, რომელიც არის მაგალითად, ინფიცირებულის კონტაქტი, უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და რაიმე სიმპტომი თუ არ გვაქვს, უნდა ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე. ეს არის ის ცვლილება, რომელიც კლინიკური მართვის ეტაპზე შევიტანეთ. დღეს საქართველო საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 ათას მოქალაქეზე და ეს არის იმის გარანტი, რომ მსხვილი რისკები მსხვილ სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნეს. მეორე ეტაპი გახლავთ კლინიკური მართვა, რაშიც სერიოზული ცვლილებები შევიტანეთ და სრულად თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლების შესაბამისად ბინაზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესძლებლობა, დამატებით შევქმენით კოვიდსასტუმროები და მოვათავსებთ იზოლაციაში. როგორც კი ჩნდება პირველი სიმპტომები, რა თქმა უნდა, ერთვება პირველი ეტაპი სწრაფი გამოვლენის - ტესტირება და ეს ადამიანი ექვემდებარება შემდგომ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას. დღეს სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში სრულად არის მზად იმისთვის, რომ კრიტიკული პაციენტები სწორად მართოს. ამისთვის არის შექმნილი კლინიკური ჯგუფიც და შევქმენით რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულად მართავს ამ პროცესს“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის სწრაფად დაბრუნება ეკონომიკაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს