პრემიერი - „მწვანე ზონის“ სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განსამზღვრელი, შეიძლება „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა

დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად და ეფექტურად მართავს პანდემიას ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა მწვანე ზონის სტატუსი ქვეყანამ ხვალ დაკარგოს და ზეგ მოიპოვოს, მაგრამ მთავარი მოქალაქეების ჯანმთელობაა.

„მწვანე ზონის სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განსამზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და მესამე, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: „მწვანე ზონის“ სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განსამზღვრელი, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო