პრემიერ-მინისტრი - ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება და ამ მხრივ საპანიკო არაფერია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება და ამ მხრივ საპანიკო არაფერია.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახარიამ განაცხადა, მთავრობას შარშანდელთან შედარებით გაცილებით მეტი რაოდენობის ვაქცინა აქვს შესყიდული, რომლის მიწოდებაც საქართველოში მომდევნო კვირიდან დაიწყება.

„რაც შეეხება გრიპის ვაქცინას, დღეს სამწუხაროდ, გლობალურად დეფიციტი შეიქმნა გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, საქართველოს მთავრობას შესაბამისი დაწესებულებების, უწყებების საშუალებით შარშანდელ მოცულობაზე ბეევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს შესყიდული, ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება შემდეგი კვირიდან, დამატებითი მოცულობის შესყიდვაც უკვე განვახოციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, ოღონდ ამას ჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და პანიკის დაწყების აუცილებლობა არ არის. გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებებიც სრულყოფილად შევასრულოთ. პირველ ეტაპზე საერთოდ უცნობი მოვლენა იყო მსოფლიოსთვის, დღეს ამ უცნობობის ახალი ხარისხი შემოაქვს ამ თანხვედრას - ვირუსის და გრიპის თანხვედრა რა შედეგს მოიტანს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გადაზღვეული გვაქვს და არანაირი პრობლემა იმაში, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ, არ არის. თუმცა, მათ თავისი პასუხისმგებლობები აქვთ და ისინი აგრძელებენ ამ შესყიდვებს, ჩვენ მათაც დავეხმარებით, საქართველოში გრიპის ვირუსის აცრის ნაწილში დეფიციტი არ იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა