კორონავირუსით ინფიცირებული პეტრო პოროშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პოროშენკო 3 ოქტომბრიდან კორონავირუსით გამოწვეული ორმხრივი პნევმონიის გამო საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე მარინა პოროშენკო ავრცელებს.

„მისი მდგომარეობა გაუარესებულია. მას ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს და კომპლექსურად მკურნალობს. სამწუხაროდ, გაუუარესდა სისხლის მდგომარეობა, რომელიც ძალიან შედედდა და ექიმებსაც კი არ შეუძლიათ მისთვის სისხლის აღება ანალიზის ჩასატარებლად, რათა გააკონტროლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმდინარეობა“, - განაცხადა მარინა პოროშენკომ.

მათი ქალიშვილის მდგომარეობა, რომელიც ასევე კორონავირუსით არის დაინფიცირებული, შედარებით უკეთესია.

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი 29 სექტემბერს დაუდგინდა. მისი ჰოსპიტალიზაცია 3 ოქტომბერს განხორციელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს