გიორგი გახარია - მესმის გულშემატკივრების გულგატეხილობა - დაშვებული რომ ყოფილიყო, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე მეც ვიქნებოდი

სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილნი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვა, თუ რატომ არ შეიძლება ბელარუსი-საქართველოს მატჩზე დასწრება, მაშინ როცა აქციების გამართვა დაშვებულია.

მისივე თქმით, გულშემატკივრების მსგავსად თვითონაც გულგატეხილია ამ ფაქტის გამო.

„16 000 ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ღია სივრცე იყოს, რამდენადა მძიმე არ უნდა იყოს, მე მესმის მათი გულგატეხილობა - მეც ასე ვარ, თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, დაშვებული რომ ყოფილიყო ამ თამაშზე, მეც ვიქნებოდი მათთან ერთად. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვების მოტივაცია, კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს გულშემატკივრის დასწრების გარეშე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა