პრემიერის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მიზნით, ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს ამუშავებული

პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მიზნით საქართველოს ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს ამუშავებული.

ამასთან, პრემიერმა უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.

„როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომლებმაც აქცია გამართეს, უფრო ქმედით ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს? პირიქით, მეტსაც გეტყვით.... რაც შეეხება საქმის შინაარსობრივ ნაწილს, ჩვენ ახლა ამუშავებული გვაქვს ყველა შესაძლო და არამხოლოდ შესაძლო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ადამიანის გათავისუფლებას“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა