პრემიერი - საკარანტინო ზონებში და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნების ჩატარება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც

საკარანტინო ზონებში და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნების ჩატარება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„საავადმყოფოში მკურნალობის პერიოდში მყოფი ადამიანებისთვის არაფერი არ იცვლება, შარშან და შარშანწინ არჩევნების დროსაც საავადმყოფოში ყოველთვის ვიღაცა იყო. ჩვენ ისეთ სისტემაზე ვართ გადასული, რომ ინფიცირებულების დიდი რაოდენობა სტაციონარებზე ჯერ არ გვყავს.

თვითიზოლაციის საკითხზე ჩვენ ახლა ვზრუნავთ ცესკოსთან ერთად, აქ გარკვეული გადაწყვეტილებებს მივიღებთ და მოგახსენებთ. საკარანტინო ზონებში და თვითიზოლაციაში არჩევნების ჩატარება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ყველა აღრიცხულია და იმართება ოჯახის ექიმების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიხედვით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა