პრემიერი - სწორი და გამართული ტესტირება არის საფუძველი, რომლითაც ჩვენ ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპი წარმატებით უნდა გავიაროთ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსზე ტესტის პასუხებში გადაცდომები იყო, ხელისუფლებამ მოქალაქეებს ბოდიში უნდა მოუხადოს. აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ტესტის არასწორ პასუხთან დაკავშრებით კონკრეტულ შემთხვევას ეხებოდა.

გახარიას თქმით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესში ბევრი ჯაჭვია ჩართული.

„მაშინ დღეში გაკეთდა დაახლოებით 14 000 ტესტი, ამ 14 000 ტესტიდან 10-15 და თუნდაც 100-150 შეცდომა თუ იყო, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ასევე, მადლობა ვუთხრათ ჯანდაცვის სისტემას, რომ სულ რაღაც 5 თვეში ასე შეძლო გაეზარდა ტესტის რაოდენობა. არ გახსოვთ ამ ტესტირებებზე რამდენს ჭორაობდნენ? მაშინ ამ ტესტირებებს იყენებდნენ გაურკვეველი პოლიტიკური სისულელეების გამო. წარმოიდგინეთ, 200 ტესტიდან 14 000 ტესტამდე გაიზარდა 4-5 თვეში. ეს არის ის, რაზეც ამ ხალხს მადლობა უნდა ვუთხრათ, იმის მაგვივრად, რომ გამოვეკიდოთ 1 შემთხვევაში სადღაც ცდიმილება იყოო. თან იქ ხომ ბევრი სხვადასხვა ჯაჭვია ჩართული. იქ არის ტესტის ამღებები, ნაცხის ამღებები, ლაბორატორიები, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო. ასევე, იქ არის ელექტრონული სისტემა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. მერწმუნეთ, იმ დროში, რა დროშიც ეს შედეგი იყო მიღებული, სხვა ქვეყნებთან შედარებით იდეალურად მუშაობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, მიზნობრივი და სისტემური, სწორი და გამართული ტესტირება არის საფუძველი, რომლითაც ჩვენ ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპი წარმატებით უნდა გავიაროთ. შეიძლება გადაცდომები იყო, მე ვუხდი ბოდიშს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა