ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სხვადასხვა სერვისის საავადმყოფოებზე განაწილება იგეგმება, რათა მოქალაქეებისთვის მომსახურების უზრუნველყოფა მოხდეს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იგეგმება სხვადასხვა სერვისის სხვადასხვა საავადმყოფოებზე განაწილება, რათა მოქალაქეთათვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქამდე სამინისტრო პრიორიტეტს მრავალპროფილურ კლინიკებს ანიჭებდა.

„ ჩვენ უკვე 40-მდე კლინიკა გვყავს ჩართული კოვიდის მართვაში და ძირითადად, ჩვენი გადაწყვეტილება ემყარებოდა მრავალპროფილური კლინიკების ჩართვას, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ კოვიდის შემთხვევაში, გართულებები გვაქვს სხვადასხვაგვარი და სწორედ აქედან გამომდინარე იყო მნიშვნელოვანი, რომ არჩევანი გაგვეკეთებინა მრავალპროფილურ და მეტად უფრო მასშტაბურ და მოცულობით საავადმყოფოებზე, თუმცა იგეგმება უკვე სხვადასხვა სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, იმისთვის, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სერვისის უწყვეტობა საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში და იმ ექიმებისთვისაც, რომლებიც დღეს ვერ აგრძლებენ თავიანთ საექიმო საქმიანობას გამომდინარე იქიდან, რომ სადაც ისინი იკავებდნენ თავიანთ პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებით, ის საავადმყოფოები არ არიან ჩართულები კოვიდ პანდემიის მართვაში, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ სხვა საავადამყოფოებში და შესაბამისი სერვისები უკვე მიეწოდოთ ამ სხვა ლოკაციებზე,“- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 15 ოქტომრიდან ელექტრონულ პორტალს გახსნის და კლინიკებს საშუალება მიეცემათ, რომ ის ჩარევები განახორციელოს, რომლებსაც დღემდე არ ახორციელებდნენ.

„შექმნილი არის უკვე კომისია, რომელიც სერვისების უწყვეტობის კომპონენტში ზედამხედველი იქნება და ასევე, ფინანსური ანაზღაურების კომპონენტსაც დეტალურად გაივლის, რა ფინანსური ანაზღაურების ფარგლებშიც მიეწოდებათ ჩვენს მოქალაქეებს ეს მომსახურება,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს