ვლადიმერ პუტინი - სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს

რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (CSTO) ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს.

„რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული. ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საბრძოლო მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს,“- აღნიშნა პუტინმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის