ეკატერინე ტიკარაძე - გრიპის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში 10 ოქტომბრის შემდეგ შემოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში ოქტომბრის პირველ ნახევარში, 10 ოქტომბრის შემდეგ შემოვა.

მისივე თქმით, თავდაპირველად რისკ ჯგუფში მყოფი მოქალაქეები აიცრებიან.

„გრიპის ვაქცინას ოქტომბრის პირველ ნახევარში, 10 რიცხვის შემდეგ ველოდებით. ეს თარიღი გვაქვს დადასტურებული და არ შეგვცვლია, ხოლო ოქტომბრის ბოლომდე შემოვა ვაქცინის მეორე დოზა. რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია რისკ ჯგუფები და კატეგორიზაცია, ესეც ცნობილია ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ექიმებისთვის. თითოეულ მოქალაქეს შეეძლება გაეცნოს, წარმოადგენს თუ არა ის რისკ ჯგუფს და შესაბამისად ამ რისკ ჯგუფების ფარგლებში იქნება აცრილი. სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ამიტომ, გავაორმაგეთ იმ ვაქცინების რაოდენობას, რომელსაც ყოველწლიურად შევისყიდით ხოლმე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა