ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ტერმინი „თანმხლები დაავადება“ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება, როცა პაციენტს კორონავირუსთან ერთად სხვა დაავადებებიც აღენიშნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ტერმინი „თანმხლები დაავადება“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ხვა ქვეყნებშიც გამოიყენება იმ დროს, როდესაც პაციენტს კორონავირუსთან ერთად, სხვა დაავადებებიც აღენიშნება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ეთიკას არ არღვევენ და ცდილობენ, საზოგადოებას და მედიას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ, რათა შემდეგში ინფორმაციული ვაკუუმი არ შეიქმნას.

„რაც შეეხება პაციენტების თანხმლებ დაავადებებს, ეს ტერმინოლოგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება, როდესაც პაციენტი იღუპება კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებების გართულებიდან გამომდინარე და კოვიდ 19-ს არ ასახელებენ ძირითად მიზეზად. ამ შემთხვევაში, ჩვენც ეთიკის ნორმებს არანიარად არ ვარღვევთ, უბრალოდ, საზოგადოებისა და მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვცდილობთ, არ ჩავკეტოთ ინფორმაცია, რომ შემდეგ უკვე არ დაგვბრალდეს გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა“,-განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა