ჟოზეფ ბორელი - აზერბაიჯანის მოთხოვნა ძნელი შესასრულებელია

აზერბაიჯანის მოთხოვნა მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გასვლის გრაფიკთან დაკავშირებით, ძნელი შესასრულებელია, - ამის შესახებ უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთიანი ყარაბაღის შესახებ იმსჯელეს.

„რეგიონში ვითარება უარესდება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემთან სატელეფო საუბრისას გააჟღერა სომხეთისადმი მათი მოთხოვნები მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შესაჩერებლად. საუბარია რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის გრაფიკზე, რაც ძნელი შესასრულებელია“ , - განაცხადა ბორელიმ.

ჟოზეფ ბორელიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის პოზიცია, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევის განახლებასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო