ეკატერინე ტიკარაძე - იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ სრულფასოვნად იმოქმედოს, საჭიროა რამდენიმე წელი და ვერავითარ შემთხვევაში ხარისხიან ჯანდაცვის სისტემას ვერ ავაშენებდით 6 თვეში

იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ სრულფასოვნად იმოქმედოს, საჭიროა რამდენიმე წელი და ვერავითარ შემთხვევაში ხარისხიან ჯანდაცვის სისტემას ვერ ავაშენებდით 6 თვეში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთების შესაძლებლობასაც ჯანდაცვის სისტემა იძლეოდა.

რაც შეეხება პაციენტების სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში გადმოყვანას, მინისტრის თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა სერვისები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ თბილისშია ლოკალიზებული და სხვა ქალაქში ხელმისაწვდომი არ არის.

„რაც შეეხება პაციენტების მკურნალობას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პაციენტების სხვადასხვა ლოკაციაზე გადაყვანა არის საქართველოს საკმაოდ ხანგრძლივი პრაქტიკა, რომელიც ნამდვილად არ არის კარგი პრაქტიკა; მაგრამ არ ხდება ჯანდაცვის სისტემის სრული რეორგანიზაცია და მისი სისტემაში მოყვანა 6 თვეში, ვინაიდან ამას სჭირდება წლები.

ის პაციენტები, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან ბათუმში, ისინი აჭარის რეგიონს არ ტოვებენ იმიტომ, რომ მათ ყურადღებას არ აქცევენ, ან მათი სიკვდილობა არის მაღალი იმის გამო, რომ ბათუმში ცუდი სპეციალისტები არიან. არსებობს გარკვეული სერვისები, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემიდან გამომდინარე ლოკალიზებულია მხოლოდ ერთ ქალაქში და ეს არის ხშირ შემთხვევაში თბილისი, სწორედ აქედან გამომდინარე მათი გადმოყვანა ჩაითვალა მიზანშეწონილად“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა