ირანის პრეზიდენტი - ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რეგიონალურ ომად არ იქცეს

ირანის პრეზიდენტი პრეზიდენტმა ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის რეგიონალურ ომში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

„ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რეგიონალურ ომად არ იქცეს. მშვიდობა ჩვენი მუშაობის საფუძველია და იმედი გვაქვს, რეგიონში სტაბილურობას მშვიდობიანი გზით აღვადგენთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ირანი საკუთარ საზღვრებთან ტერორისტების გაგზავნის უფლებას არავის მისცემს.

„ირანი არ დაუშვებს, სახელმწიფოებმა, სხვადასხვა საბაბით, ტერორისტები გაგზავნონ ჩვენი საზღვრებისკენ,“- აღნიშნა ჰასან რუჰანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა