წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ხიდისყურისა და საქადაგიანოს მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ტენდერი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მოწყობა, რეზერვუარების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია.

ამასთან, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის 2000-მდე მცხოვრებელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

,,ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 23-დან - 28 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 16 თვე ექნება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. არსებული ჭაბურღილი და რეზერვუარები ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“