პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - რატომ ახლა ან რატომ ასეთი ფორმით - ეს კითხვები მიუღებელია, საქმე ეხება დანაშაულის შემადგენლობას, რომელიც ასევე ეხება ქვეყნის ინტერესებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს საზღვრების დამცველს, კეთილსინდისიერ ადამიანს, ვერავინ ვერასდროს შეეხება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე შესაძლო დაკავებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიციელი და განსაკუთრებით, მესაზღვრე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ ქვეყანაში, ისინი ყველაზე ღირსეული ადამიანები არიან.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ღირსეული პოლიციელი, მესაზღვრე, ჯარისკაცი, ჩვენი ქვეყნის არის ფუნდამენტი და საფუძველი. დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, შესაბამისად, სრული ინფორმაცია არის პროკურატურაში. რა თქმა უნდა, იქ თუ არსებობდა დანაშაულის შემადგენლობა, ყველა პირობის დაცვით და ყველა მდგენელის მიუხედავად, პროკურატურა ვალდებული იყო ეს გამოძიება დაეწყო და დაასრულოს, ასევე ვალდებულია. განსკაუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის სენსიტიურ საკითხს და უამრავ კითხვას აჩენს ჩვენს მოქალაქეებში. რატომ ახლა ან რატომ ასეთი ფორმით - ეს კითხვები აბსოლუტურად მიუღებელია. საქმე ეხება დანაშაულის შემადგენლობას, რომელიც ასევე ქვეყნის ინტერესებს ეხება“, - განაცხადა გახარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს