ნინო ბურჯანაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ უნგრეთის ელჩს საკუთარი პარტიის საარჩევნო გეგმები გააცნო და განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა იმ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის იბრძოლებენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას აწუხებს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, შეხვედრების მთავარი მიზანია, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდეთ დეტალური და ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, თუ რამდენად ჯანსაღად და დემოკრატიულად მიმდინარეობს ეს პროცესი.

,,ქალბატონი ელჩი დაინტერესდა ნინო ბურჯანაძის პოზიციით საგარეო პოლიტიკურ მიმართულებასთან დაკავშირებით, რაზეც პარტიის ლიდერისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ მისთვის როგორც ელჩისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში 2020 წლის არჩევნებმა მშვიდობიან დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს.

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს წარმატება უსურვა, თავისმხრივ ნინო ბურჯანაძემაც ელჩს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისა და კეთილი სურვილებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა