ამირან გამყრელიძე - ძალიან კარგია, რომ პირბადეს შევეჩვიეთ, ხელს ვიბანთ და ნახავთ, რომ ეს გრიპის სეზონზეც დადებითად იმოქმედებს

ადაპტაციის, თანაცხოვრების ფაზა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად სულ მცირე კიდევ ერთი წელი უნდა გავიაროთ იმიტომ, რომ ამ ინფექციასთან დაკავშირებით ჯერ მედიცინის მუშაკებს ამ 8 თვის განმავლობაში რადიკალური გარღვევა არ მიგვიღია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება.

„სამი რეგიონი იპყრობს ყურადღებას - კვლავ აჭარა, სადაც დღეს ახალ შემთხვევათა რიცხვი შემცირებულია, ასევე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომ თანდათან გვეზრდება გამოჯანმრთელებულთა პროცენტი - 54% -ზეა ასული გამოჯანმრთელებულთა წილი საერთო აქტიურ ინფიცირებულთა შორის.

გარკვეულად გვაქვს მზარდი მონაცემები იმერეთში და თბილისში. ძალიან გთხოვთ, რომ ყველა რეკომენდაცია ხშირად გავაჟღეროთ მასმედიის საშუალებით, რათა ადამიანებამდე დავიდეს. განსაკუთრებული როლი აქვს დამსაქმებლებს. ჩვენ შევქმენით სპეციალური პროტოკოლი, რომ დამსაქმებელი თუ ხელმძღვანელი, იქნება ეს საჯარო თუ კერძო დაწესებულება, ვალდებულია თერმოსკრინინგი აუცილებლად აწარმოოს, ყველა სიმპტომიანი ან ინფიცირებულთან კონტაქტირებული სწრაფად გადაიყვანონ კარანტინში, ან თვითიზოლაციაში. ამის პასუხისმგებლობა მათ უნდა ჰქონდეთ.

ადაპტაციის, თანაცხოვრების ფაზა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად კიდევ ერთი წელი სულ მცირე უნდა გავიაროთ იმიტომ, რომ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ჯერ მედიცინის მუშაკებს რადიკალური გარღვევა არ მიგვიღია ამ 8 თვის განმავლობაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარღვევა იქნება, იმდენად გააქტიურებულია მუშაობა, რომ შეიქმნას ვაქცინა ან წამალი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება მოვისმინეთ გუშინ, რომ ვაქცინა შესაძლებელია ამ წლის ბოლოს იყოს გარკვეული რაოდენობებით. ალბათ ის ხელმისაწვდომი უფრო მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება, მაგრამ 7 მილიარდ ადამიანს ვერ აცრიან, ამიტომ დიდი აქცენტი კეთდება წამლის შექმნაზე. ცუდია, რომ სიკვდილიანობა გვაქვს 1,2, ან სამი, მაგრამ საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი პროცენტია - 0.62-ია. ამიტომ რეკომენდაციების შესრულებას უნდა მივეჩვიოთ. ძალიან კარგია, რომ პირბადეს შევეჩვიეთ, ხელს ვიბანთ და ნახავთ, რომ ეს გრიპის სეზონზეც დადებითად იმოქმედებს“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო