ხათუნა გოგორიშვილი - ადამიანებს აქვთ პირობა, რომ მოიგებენ სახელმწიფო ტენდერებს იმ შემთხვევაში, თუ გახდებიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები

,,ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 118-მა სუბიექტმა მმართველ პარტიას 20 ათასი ლარიდან - 60 ათას ლარამდე შესწირა.

გოგორიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ადამიანებს აქვთ პირობა, რომ ისინი მოიგებენ სახელმწიფო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი თანხას მმართველ პარტიას შეწირავენ.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 118 ძალიან ცოტაა, რადგან საქართველოში გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც წინა დღეს შექმნიან შპს-ს და მეორე დღეს ტენდერს იგებენ, ან პირდაპირი შესყიდვით სხვადასხვა პროექტში რამდენიმე მილიონს იღებს. ეს ხდება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. ასე რომ ყველა ამ ადამიანს აქვს პირობა, რომ ყველაფერს ამას მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ გახდებიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. სახელები და გვარები ამ 118 ადამიანის ცნობილი არ არის, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ეს შემომწირველი დანამდვილებით იქნება სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული ან პირდაპირი შესყიდვით ექნება მიღებული მილიონობით თანხა“, - აცხადებს გოგორიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო