პრემიერი - „რემდესივირი“ კოვიდის სამკურნალოდ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, იმიტომ, რომ ჯანმოს მიერ სამკურნალოდ არ არის სერტიფიცირებული

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კოვიდ-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი“ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, რადგან ჯანმოს მიერ სამკურნალოდ არ არის სერტიფიცირებული.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას სახელმწიფო შეისყიდის, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტების შემთხვევაში გამოიყენებს.

„ჯერჯერობით „რემდესივირი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კოვიდის სამკურნალოდ დადასტურებული და ლიცენზირებული პრეპარატი არ არის. ის გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექსპერიმენტის სახით. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ „რემდესივირი“ კოვიდის-19-ის სამკურნალოდ სააფთიაქო ქსელში გაიყიდოს და საქართველოს მოქალაქე, რომელიც მაგალითად ინფიცირებულია, მსუბუქია ან ასიმპტომურია, ის წავა და აფთიაქში იყიდის, მიიღებს? სახელმწიფო შეისყიდის, მაგრამ „რემდესივირის“ გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტების შემთხვევაში, ისიც, იმ დროს, როცა ამ პაციენტის თანხმობა იქნება ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით. „რემდესივირი“ კოვიდის სამკურნალოდ ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის ვერ იქნება, იმიტომ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სამკურანალოდ არ არის სერტიფიცირებული“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა