გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჩუქრად თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი გადასცა

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჩუქრად თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რადარი საშუალებას იძლევა, 250 კმ-ის რადიუსში, ოპერატიულ რეჟიმში გადმოსცეს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი ინტენსივობის, გადაადგილების, მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური პარამეტრების შესახებ.

„რადარის მომწოდებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“. რადარი დასავლეთ საქართველოში, ქ. ქუთაისის მიმდებარედ დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში უახლოეს პერიოდში შევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ფინური კომპანიის „VAISALA“ წარმომადგენლებმა მეტეოროლოგიური რადარის ტექნიკური მომსახურების შესახებ თბილისსა და ქუთაისში ტრენინგები გამართეს.

აღნიშნული რადარი შესაძლებლობას იძლევა დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც უზრუნველყოფს მათგან გამოწვეული წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულად მიწოდებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა