თბილისი ცენტრალში განთავსებულ „ოქროს ბირჟის“ კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი ცენტრალში განთავსებულ „ოქროს ბირჟის“ კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ბირჟის დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, აღნიშნული პიროვნებები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

,,მგონია, რომ კიდევ მეტი ინფიცირებული გამოჩნდება. ჩვენი ბირჟა ამჟამად არის დაკეტილი. ამ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა იზოლირებულები არიან ერთმანეთისგან“, - განაცხადა ეთერ ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისი ცენტრალში განთავსებულ „ოქროს ბირჟის“ 5 თანამშრომელს კორონავირუსი 5 ოქტომბერს დაუდასტურდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს