გიგი უგულავა - ივანიშვილმა პრაქტიკულად ანაკლია აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად

ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ანაკლია აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად და ამის გამოსავალი არის ერთადერთი, ამ პორტის მშენებლობა უნდა განახლდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, გიგი უგულავა, დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა, „სადაც ზღვიდან ამოტანილი ქვიშა ქარის დროს ქალაქს დიდ ზიანს აყენებს“.

„დღეს აქ პირბადის მნიშვნელობა კოვიდით არ არის განპირობებული, აქ, ანაკლიაში, პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფული მდგომარეობაა. საზოგადოებამ იცის, რომ ივანიშვილმა რუსების მაამებლობის გამო შეაჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა, პორტის მშენებლობა დაწყებული იყო და წყლიდან უდიდესი ოდენობის ქვიშა არის ამოტანილი. ჩვენ უკან ვხედავთ ქვიშის მთას და ოდნავი ქარის პირობებში პრაქტიკულად, ქვიშით ივსება მთელი ანაკლია, ადამიანების სახლები და მათი ფილტვები.

ეს არის კატასტროფა, რადგან თუ დროზე არ მივხედეთ ამას, კურორტი, რომელიც განვითარებას, პერსპექტივას და შესაძლებლობას წარმოადგენდა ზუგდიდელებისათვის, პირიქით გახდება მკვდარი ზონა, რადგან ეს არის ქვიშა, რომელიც არაფერში გამოდგება. აქ არაფერი ამოვა, არაფერი გაიხარებს. ივანიშვილმა პრაქტიკულად ეს ქალაქი აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად და ამის გამოსავალი არის ერთადერთი, ამ პორტის მშენებლობა უნდა განახლდეს და პორტი აქ უნდა აშენდეს, რაც იქნება აქაურობის ეკონომიკური გაჯანსაღების, ახალი სამუშაო ადგილებისა და უამრავი ახალი პერსპექტივის გაჩენის შესაძლებლობა არამარტო ანაკლიისა და ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად სამეგრელოს რეგიონისათვის. გამოსავალი აქ ერთადერთია, დანარჩენი, ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ამას მარტო ვერ მოერევა, ამას სჭირდება დიდი საკონსერვაციო თანხა, რომელსაც ხელისუფლება არ გამოყოფს და ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ანაკლიაში მცხოვრები ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც ისედაც სეზონი ჩაუვარდათ, ისედაც ვალებში გადავარდნენ, ისედაც ტურისტები აღარ ჰყავთ, ისედაც დაცარიელებულია და ამ ყველაფერს ემატება ეს უბედურება, რომელიც ცოცხლად მარხავს ამხელა განვითარებას და პერსპექტივას. ეს არის რუსეთის მაამებლობისა და მავნებლობის შედეგი ივანიშვილის მხრიდან.

კონსერვაცია, ეს იქნება მოკლევადიანი და საკმაოდ ძვირი გამოსავალი, ხოლო მთავარი გამოსავალი იქნება აქ პორტის მშენებლობის განახლება და მისი აშენება. ამ ცვლილებას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური გამოსავალი, პოლიტიკური ცვლილება, რათა წავიდეს ხელისუფლებიდან ივანიშვილის „ოცნება“, რომელმაც ჩააგდო ეს პორტი და ასეთ დღეში დატოვა მოსახლეობა.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო