პროკურორის ინფორმაციით, ნატალია ილიჩოვას კაბინეტიდან ამოღებულია 200 000 მასშტაბის 1937-38 წლებით დათარიღებული სწორედ ის რუკა, რომელიც საქართველოს ისტორიულ საზღვარს ასახავს

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა განზრახ დაუმალეს.

პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტები გამოძიებამ ბრალდებულების სამუშაო ოთახებსა და მათ ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღო.

„ჩატარდა ჩხრეკები ორივე ბრალდებულის სამუშო ოთახებში და შესაბამისად, მათ ბინებში. ბრალდებული ნ.ი-ს პირადი კაბინეტიდან ამოღებულია 1:200 000 მასშტაბის 1937-1938 წლებით დათარიღებული რუკის დედანი. ეს გახლავთ ის რუკა, რომელიც ასახავდა საქართველოს ისტორიულ საზღვარს და ყველაზე რელევანტური დოკუმენტი იყო დელიმიტაციის პროცესში. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულები ინფორმირებულები იყვნენ ამ რუკის თაობაზე, რომ დედანი მათთვის ხელმისაწვდომი იყო და განზრახ უმალავდნენ კომიისიის დანარჩენ წევრებს ამ ინფორმაციებს. თითქმის 20 წლის მანძილზე, ეს რუკა პირადად ილიჩოვასთან ინახებოდა, თუმცა კომისიის წევრთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ ეს რუკა არ გამოიყენეს და აპელირებდნენ, რომ ეს რუკები არ არსებობდა საქართველოში. რაც შეეხება ი.მ-ს, მის პირად სამუშაო კაბინეტში ჩატარდა ჩხრეკა, გამოძიების პრიველ ეტაპზე, ბრალდებულმა არ გადასცა 1970-80-იან წლების ბოლოს გამოშვებული ის რუკები, რომლითაც რეალურად ხელმძღვანელობდა ბრალდებული საზღვრის გავლების პროცესში. მას შემდეგ, რაც ჩხრეკა ჩატარდა სამუშაო კაბინეტში, შემდეგ იქნა აღმოჩენილი ეს რუკები. ორივე ბრალდებულმა განზრახ დაუმალა გამოძიებას ეს მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს