კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, მთლიანი ინფრასტრუქტურა, რაც რეგულაციების დაცვისთვის იყო საჭირო, ბაგა-ბაღების სააგენტომ შეიძინა

თეთრეულები, ყველგან 100%-ით გამოიცვალა. ადრე არსებული რეგულაციებით, კვირაში ერთხელ მოითხოვებოდა თეთრეულის გარეცხვა, ახლა ინტერვალი შემცირდა და ბაღები თვითონ უზრუნველყოფენ თეთრეულის კვირაში 2-ჯერ გარეცხვას, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პილიტNews“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანი ინფრასტრუქტურა, რაც რეგულაციების დაცვისთვის იყო საჭირო ბაგა-ბაღების სააგენტომ შეიძინა.

„არანაირი ხარჯის გაღება მშობლებს არ მოუწევთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია ბაგა-ბაღების მიერ და სააგენტოს მიერ. შეძენილია პირბადეები, ხალათები, ხელთათმანები, სადენზინფექციო ხსნარები, თერმომეტრები, დეზობარიერები, დამატებითი ნიჟარები და ა.შ.“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

გარდა ამისა, კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით ბაღის ბავშვების კომპიუტერთან მუშაობის დრო, სპეციალისტების რეკომენდაციით, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს და აქედან გამომდინარე, ბაღებში სწავლის ონლაინ რეჟიმში დაწყება თითქმის შეუძლებელია.

ცნობისთვის, 12 ოქტომბრიდან ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი იწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო