პრემიერი - ყველა რისკი ფაქტობრივად გვაქვს გადაზღვეული, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრება გაგრძელდეს, ისევე როგორც პოლიტიკური პროცესი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფომ ვირუსის გავრცელების ტემპი უნდა შეანელოს და არა გააჩეროს, რადგან გაჩერება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და „ლოკდაუნითაა“ შესაძლებელი, რომელიც ხელისუფლებას არ სურს.

„ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ეს ასეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ყველა ქვეყანაში ასეა, ნებისმიერი რესურსი, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ამიტომ არის, რომ ჩვენი მიდგომის სტრუქტურირება ამ ეტაპზეც არის ისეთი, რომ ზეწოლა თანაბრად იყოს გადანაწილებული სხვადასხვა მიმართულებით: პირველადი ჯანდაცვა, ბინაზე მკურნალობა. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ხომ იცით როგორია? ხშირ შემთხვევაში ოჯახში შესაძლოა სამი თაობის ადამიანი ცხოვრობდეს და იქ თვითიზოლაციის წესების დაცვის არანაირი ელემენტარული პირობები არ არსებობდეს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დავიცვათ წესები და დისციპლინა, გვაქვს ორი ინსტრუმენტი ვირუსის გავრცელების ტემპის შენელების. უნდა შევანელოთ, ხომ ვერ გავაჩერებთ? გაჩერება შეიძლება თუ ისევ საგანგებო მდგომარეობას ან „ლოქდაუნს“ გამოვაცხადებთ, ორ კვირაში გავაჩერებთ, მაგრამ ეს ხომ არ გვინდა? ამიტომ ვამბობთ, რომ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, გავუფრთხილდეთ მოხუცებს და შესაბამისად, ამით ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლაც შევამსბუქოთ. ჯანდაცვის სისტემაზე ნებისმიერი ზეწოლის პირობებში სისტემა ამისთვის მზად არის იმიტომ, რომ სტრუქტურირებული მიდგომა არის შემდეგნაირი: მსუბუქი პაციენტები, უსიმპტომოები, ბინაზე მკურნალობა, კოვიდსასტუმროები და მძიმე პაციენტები სტანციონალურ მკურნალობაზე. ყველა რისკი ფაქტობრივად გვაქვს გადაზღვეული იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრება გაგრძელდეს, ისევე როგორც პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო