არჩილ თალაკვაძე - გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობისას რატომ მოხდა გვიანდელი რუკების გამოყენება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში იმ ახალი გარემოებების და მონაცემების გამოყენებას ვეცდებით, რაც გამოძიების პროცესში იქნა მოპოვებული, რათა კომისიის პირველადი შეთანხმებები გადაიხედოს, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისი თქმით, 1938 წელს გამოცემული რუკა სახელმწიფო დონეზე მხარეებს შორის ოფიციალურად იყო შეთანხმებული და საქართველოს სახელმწიფოსთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა.

“გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში რატომ მოხდა გვიანდელი რუკების გამოყენება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ლეგიტიმური ინტერესია დავით გარეჯთან და ჩვენს საზღვართან დაკავშირებული მოლაპარაკებები პროცესი საქართველოსთვის ისტორიული სიმართლის დადგენით დასრულდეს, ჩვენი სულიერი კულტურის ამ მნიშვნელოვან ძეგლს მოვუაროთ და დავიცვათ ის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა