კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მიიყვანოს და გაიყვანოს ბაღიდან

იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აღმოაჩნდა ტემპერატურა, გადაგვყავს ექთანთან დასაყოვნებელ ოთახში, ვუკავშირდებით მშობელს და გონივრულ ვადაში ვთხოვთ, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. თუ მშობელი ვერ მივა ბაღში გონივრულ ვადაში, საქმეში 112 ერთვება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტNews“-ში განაცხადა.

გვანცელაძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესი ბავშვებისთვის გარკვეულ სტრესს მოიცავს და არის სხვა სტრესული მდგომარეობებიც, თუმცა ეს ყველაფერი ბავშვების უსაფრთხოებისთვის კეთდება.

მისივე თქმით, გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მიიყვანოს და გაიყვანოს ბაღიდან.

„რეგულაციებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბაღებში. ეს შეეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ საკითხს, ასევე მეთოდოლოგიურ საკითხს. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი ბაღის შენობაში ვეღარ შევლენ. მათ გარეთ დახვდებათ აღმზრდელი ან აღმზრდელის თანაშემწე სპეციალური ეკიპირებით, გამოართმევს ბავშვს, შემდეგ ბავშვი გაივლის თერმოსკრინინგს და შემდგომ უკვე შეჰყავთ ოთახში. გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბაღში და ანალოგიურად ხდება გაყვანაც, თუმცა თუ არის განსაკუთრებული შემთხვევა და მშობლებს სურთ, რომ ბავშვი ბაღიდან ადრე გაიყვანონ, ძალიან მინდა მშობლებს ვთხოვო, რომ მსგავსი შემთხვევები მაქსიმალურად შეზღუდონ და ასეთი შემთხვევის არსებობის შემთხვევაში ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით აღმზრდელს 10 წუთით ადრე უნდა შეატყობინოს“, - განაცხადა გვანცელაძემ.

ამასთან, კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, რომ სათამაშოები, რომელთა რეცხვა რთულ პროცესს მოიცავდა, საბავშვო ბაღებიდან ამოიღეს.

ცნობისთვის, 12 ოქტომბრიდან ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა