IDFI - პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელის დროსაც საქართველოს პარლამენტის წევრების 2018-2019 წლების საწვავის ხარჯები შეისწავლეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის საკუთრებაში არსებული 98 ავტომობილი პარლამენტის 50 წევრს ემსახურება. მათ შორის, მხოლოდ ერთია ჰიბრიდული ძრავით.

IDFI-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში, არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 -კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.

კვლევას და კვლევის ძირითად მიგნებებს სრულად გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/30I67PD

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს