კახა კახიშვილი - ისნის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ  მათსავე უბანში დასაქმდნენ

„საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის - დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გავმართე. პროგრამა იმ კომპანიების წარმომადგენლებს გავაცანი, რომლებიც დედაქალაქში ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

ახალი ინიციატივა ისნის მცხოვრებლების საკუთარ უბანში დასაქმების საშუალებას იძლევა, რაც ადგილობრივებს საკუთარი გარემოს განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს.

„ინიციატივის თანახმად, ისნის რაიონის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მათსავე უბანში დასაქმდნენ, გაუჩნდეთ შემოსავალი და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს განვითარებაში წვლილი შეიტანონ. პროექტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი isani.hr.ge, სადაც ისნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დარეგისტრირდებიან და საკუთარ მონაცემებს შეიყვანენ.შემდგომ კი, როდესაც რაიონის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის შესაბამისი სტრუქტურა ტენდერს გამოაცხადებს, ერთ-ერთი სატენდეტო პირობა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის დასაქმება იქნება. შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანების მოძებნა კი დამსაქმებელს სწორედ აღნიშნულ ვებ გვერდზე შეეძლება.დასაქმების აღნიშნული პროგრამა პირველ რიგში, ხელს შეუწყობს რაიონში მცხოვრებ იმ უამრავ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა ხელობას მაღალ დონეზე ფლობენ და დასაქმების პრობლემა აქვთ. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვის თუ დროებით უმუშევრებისთვის ფინანსური წახალისება ასევე, გახდება მოტივაცია უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და მოუარონ საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში არსებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც უშუალოდ მათი მონაწილეობით, მათი შრომით შეიქმნება; ეს იქნება სკვერი, გზის საფარი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების ობიექტი თუ სხვა რამ“, - აცხადებს კახიშვილი.

მისივე თქმით, ვებ-გვერდზე, დასაქმების მსურველთა ელექტრონული ბაზასთან ერთად განთავსდება პროფესიული სასწავლებლების ბმულებიც, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს და მომავალში დასაქმების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ.

„ისევე, როგორც დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ჩემთვის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ადამიანების კეთილდღეობაა. სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივები და გეგმები მაქსიმალურადაა მორგებული ისნის რაიონის მცხოვრებთა საჭიროებებზე. შეხვედრისას კომპანიების წარმომადგენლებმა დასაქმების ვებგვერდის იდეას მხარი დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტი მათთვის მისაღებია, რადგან ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ხელობის მქონე პროფესიონალი კადრების მოძიება უჭირთ. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კი გაუადვილდებათ სამუშაოების განხორციელება, რადგან ერთიან ბაზაში თანამშრომლების მოძიება და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მათთვისაც მომგებიანია“, - აღნიშნავს კახიშვილი.

ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო