თორნიკე ართქმელაძე - "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

"ლელოს" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიებას "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დაესწრო, რაც ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე მიუთითებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს.

„წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებას, ქართული „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე არა მხოლოდ ესწრებოდა, არამედ საჩუქრები გადასცა საპატიო მოქალაქეებს. რაც არის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ინფორმაცია და ფოტოები დაიდო წყალტუბოს მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას. რამდენიმე დღის წინ ჩემს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი იობიძემ თავის თანამშრომლებს მოუწოდა კომენტარების დაწერისკენ, რასაც მოყვა ორკესტრირებულად გივი ჭიჭინაძის მხარდამჭერი კომენტარების დაწერა,“- აცხადებს ართქმელაძე.

"ლელოს" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, 5 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" ტრენინგზე ერთად შეკრიბა საარჩევნო კომისიის წევრები და პარტაქტივი. მისვე თქმით, ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო კომისიის წევრები არ არიან ობიექტურები და ისინი არ მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

„წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დარღვევის შესახებ "ლელო" ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდის და საჩივარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს“, - აცხადებენ „ლელოში“.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს