„მრავალეროვანი საქართველო“ შეშფოთებას გამოთქვამს მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი რიგი პარტიების  განცხადებების გამო

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ შეშფოთებულია 2020 წლის სექტემბერში, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებების გამო. ამის შესახებ ნათქვამია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყოველ სიტყვას, რომელიც შესაძლოა გახდეს შუღლის გაღვივების მიზეზი, საქართველოში მცხოვრებ, ეთნიკური უმცირესობის ორ ყველაზე მრავალრიცხოვან, აზერბაიჯანულ და სომხურ თემს შორის.

„ორგანიზაცია შეახსენებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, როგორც მოქმედი პარლამენტის წევრებს, ისე დეპუტატობის კანდიდატებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობა და წევრობის სურვილი გულისხმობს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, საქართველოს ინტერესების დაცვას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ასევე იმასაც, რომ მათი უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს მშვიდობა და ქვეყნის განვითარება.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილის მოწოდებები ძალადობისაკენ, ასევე წინასაარჩევნოდ, მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის თემის გამოყენება უპასუხიმგებლობაა და მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ სუბიექტებს, იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი ინტერესებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს